ლაზერული სტომატოლოგია
საერთოდ სტომატოლოგებისათვის პრობლემურია დიაბეტიან პაციენტებთან ურთიერთობა. მათ პირის ღრუში მანიპულაციებს ხშირად თან ახლავს გართულებები, მაგალითად ინექციის შემდგომი ინფიცირება, სისხლდენა. ქირურგიული ჩარევის შედეგად ძნელად ხორცდება ჭრილობები. პრობლემურია მათი ყბების პროტეზირებაც. ყველაზე ხშირად კი გავრცელებულია ღრძილების დაავადებები. პარადონტოზის საბოლოო შედეგი კი კბილების მორყევა და დაცვენაა.
ასეთი ტიპის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესოა ლაზერის აპარატი. უპირველესყოვლისა, სტომატოლოგიური ლაზერის გამოყენება, ესაა მკურნალობის უკონტაქტო მეთოდი. პაციენტი უკეთ გრძნობს თავს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მხოლოდ ლაზერის გამოყენების დროს შეგვიძლია ვიყოთ დარწნუმებული, რომ პაციენტი დაზღვეულია ამა თუ იმ ინფექციური დაავადებებისაგან (სპიდი, ჰეპატიტი).
მანიპულაციების დროს წარმოშობილ სისხლდენას ლაზერის სხივი წამებში, უმტკივნეულოდ ახდენს ლოკალიზებას და სპობს დაზიანების კერას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტიან პაციენტებთან ურთიერთობის დროს. კარიესების, პულპიტების მკურნალობა ხდება აბსოლუტურად უკონტაქტოდ, უმტკივნეულოდ, ანესთეზიის გარეშე.
რაც შეეხება ღრძილების დაავადებებს, მათ მკურნალობას ლაზერით ალტერნატივა არ აქვს. ლაზერის საშუალებით ღრძილების ტრამვირების გარეშე ისპობა ჰიპერტროფიული უბნები, პათოლოგიური ჯიბეები, ქრება სისხლდენა. რაც მთავარია, ეს წარმოადგენს მკურნალობის სწრაფ მეთოდს. სულ რაღაც ორი-სამი სეანსის შემდეგ ღრძილი ღებულობს ბუნებრივ ელფერს. სისხლდენა და ანთება ქრება ერთი სეანსის შემდეგ, რაც რადიკალურად ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების წარმოშობის ალბათობას.
სტომატოლოგიური ლაზერით დიაბეტიანი პაციენტების მკურნალობის კიდევ ერთი პლიუსი არის ის, რომ ქირურგიული ჩარევის დროს ხდება არჩევითად მხოლოდ დაზიანებული ქსოვილების მოცილება და არ საჭიროებს ნაკერების დადებას. შეხორცება მიმდინარეობს ძალზედ სწრაფად და უმტკივნეულოდ. თითქმის ნულამდეა დაყვანილი ჭრილობის ინფიცირება, რადგან ლაზერის სხივის ნაკადით ხდება მავნე მიკროორგანიზმების განადგურება, აქტიურდება ღრძილში იმუნური მექანიზმები, რასაც მივყავართ სწრაფ რეგენერაციამდე და გამოჯანმრთელებამდე.
სტომატოლოგიური მომსახურეობა ხორცილედება შემდეგი მიმართულებებით:

- დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის სპეციალური პროთეზები და ღრძილების მოვლის სისტემა
- ზოგადი თერაპია
- ორთოპედია
- ბავშვთა სტომატოლოგია
- ქირურგიული სტომატოლოგია
- იმპლანტოლოგია
- სრულიად უკონტაქტოდ (ბორმანქანის გარეშე) და დისკომფორტის გარეშე (ბორმანქანის გამოყენებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისა და ხმაურის გარეშე)
- უანესთეზიოდ ან ღრმა კარიესის შემთხვევაში - ანესთეზიის მცირე დოზების გამოყენებით:
- სისხლდენისა და ინფიცირების გარეშე
- ლაზერის სხივით - კარიესული ღრუების, არხებისა და ფისურების დამუშავება ბორმანქანის გარეშე!
- პაროდონტოზის მკურნალობა 3 სეანსში
- აფთების, სტომატიტებისა და ჰერპესის მკურნალობა ერთ სეანსში!
- კისტებისა და გრანულომების მკურნალობა ოპერაციული ჩარევის გარეშე
- ლაზერული გათეთრება