მეტაბოლიზმის კვლევა - მოსვენების ენერგეტიკული დანახარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდით
სიმსუქნის მკურნალობაში მოსვენების ენერგეტიკული დანახარჯის (მედ) განსაზღვრა სხეულის მასის მენეჯმენტის საფუძველს წარმოადგენს. მოსვენების ენერგეტიკული დანახარჯი ეს არის კალორიების რაოდენობა, რომელსაც ორგანიზმი ყოველდღიურად ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების წარმართვისათვის მოიხმარს. მედ-ის ზუსტი დადგენა დღიურად მისაღები კალორიების გამოთვლის საფუძველს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც დგინდება სხეულის მასის შენარჩუნების და/ან კლებისათვის დღის მანძილზე მისაღები კალორიების რაოდენობა.
არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდი წარმოადგენს „ოქროს სტანდარტს“ პაციენტის ინდივიდუალური კალორიული მოთხოვნილების შესაფასებლად. მსოფლიოში არაპირდაპირი კალორიმეტრია ყველაზე ხშირად გამოიყენება მედ-ის განსაზღვრისათვის, მაგრამ აღჭურვილობის სიძვირე ხელს უშლის მის ფართოდ გამოყენებას. შედეგად, მედ-ის გაზომვა ხდება პროგნოზული ფორმულების მიხედვით, რომელიც ეფუძნება სხეულის მასას, სიმაღლეს, ასაკსა და სქესს. ასეთი საპროგნოზო მაჩვენებლები შეიძლება გამოვიყენოთ საერთო პოპულაციაში, მაგრამ ინდივიდუალურად ცდომილება დიდი შეიძლება აღმოჩნდეს.
დღეისათვის დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებათა ცენტრი „დაკორი-75“ საქართველოში არის ერთადერთი კლინიკა, სადაც არის სპეციალური აპარატი Nutritional Assessment System, რომლითაც ხდება არაპირდაპირი კალორიმეტრიით პაციენტისათვის ინდივიდუალურად დღის მანძილზე მისაღები კალორიების რაოდენობის განსაზღვრა და დიეტის შედგენა აღნიშნული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით.
გამოკვლევის არსი მდგომარეობს შემდეგში: ამოსუნთქულ ჰაერში გაზთა შემცველობისა და კონცენტრაციის მაჩვენებლების მიხედვით სპეციალური აპარატი განსაზღვრავს მოსვენების ენერგეტიკული დანახარჯს, რომელიც ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურია.
ტექნიკურად პროცედურა საკმაოდ მარტივია. პაციენტს უკეთდება სპეციალური ნიღაბი, რომელზეც დამაგრებულია მუნდშტუკი. მუნდშტუკს უერთდება გაზთა ცვლის ანალიზატორის გადამცემი მილი. პაციენტი თავსდება ნახევრად-მწოლიარე მდგომარეობაში უმოძრაოდ და სუნთქავს პირით. პროცედურის ხანგრძლივობა 20-30 წუთია.
Nutritional Assessment System წარმოადგენს ტექნოლოგიურ მიღწევას, რომელიც საშუალებას იძლევა მედ-ის განსაზღვრა იყოს მაქსიმალურად ზუსტი, მოქნილი და ხელმისაწვდომი, შესაბამისად, დიეტა იყოს ორგანიზმისათვის შესაფერისი, ეფექტური და ჯანმრთელობისათვის უვნებელი.